ტრამპმა ბრაზილიელი კოლეგა მიიღო

მან სრული მხარდაჭერა აღუთქვა ბრაზილიას, ნატოში გაწევრიანების საკითხში

1166942
ტრამპმა ბრაზილიელი კოლეგა მიიღო

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისინი სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ბრაზილიის ნატოში გაწევრიანებას.

მანვე ბრაზილიასთან სამხედრო ურთიერთობების სერიოზულ განვითარებაზეც მიუთითა და განაცხადა, რომ ისინი ღიად დაუჭერენ ხელს ამ ქვეყნის სრულ გაწევრიანებას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.

ეს განცხადება ტრამპმა გააკეთა თეთრ სახლში, ბრაზილიის პრეზიდენტ ჯეირ ბოლსონაროსთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ და ხაზი გაუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები დღეს უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ის ნათლად უჭერს მხარს ბრაზილიის ძალისხმევას, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრად გახდომაში



მსგავსი ინფორმაციები