მორიგი შეიარაღებული თავდასხმა ზამფარაში

დაიღუპა 16, დაიჭრა 18 ადამიანი

1160971
მორიგი შეიარაღებული თავდასხმა ზამფარაში

 

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ნიგერიის ზამფარას პროვინციაში შემავალ დუმამას დასახლებაში, უცნობი პირების მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა, რომლებიც სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დაჭრილებს შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ხოლო რეგიონში უსაფრთხოების დამატებითი ძალები გაიგზავნა. ამ რეგიონში საძოვარი ადგილების გამო, დროდადრო, მწყემსებსა და ფერმერებს შორის ძალადობრივი კონფლიქტები ჩნდება. ასე მაგალითად, ორი კვირის წინაც,  ზამფარას რეგიონში, მსგავსი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 40 ადამიანი კი  გატაცებულ იქნა



მსგავსი ინფორმაციები