ტრამპი და კიმი ერთმანეთს ჰანოიში შეხვდნენ

ძირითადი შეხვედრა მათ შორის ხვალ გაიმართება

1153676
ტრამპი და კიმი ერთმანეთს ჰანოიში შეხვდნენ

 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ-უნი, მორიგ ახალ ისტორიულ შეხვედრას, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში  ახორციელებენ.

ამ ორი ლიდერის შეხვედრა დღეს, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე დაიწყო, ხოლო მათი ძირითადი შეხვედრა ხვალ გაიმართება.

ტრამპ-კიმის მეორე სამიტის პროგრამის შესახებ დღეს ინფორმაცია გაავრცელა თეთრმა სახლმა და მისი მიხედვით ლიდერებს ჯერ 20 წუთიანი პირისპირი შეხვედრა ექნებათ, შემდეგ კი დელეგაციათა შორისო მოლაპარაკებები, ვახშმის ფორმატში გაიმართება.

ჰანოიში ჩასულ ტრამპს ოფიციალური შეხვედრა მოუწყო თავისმა ვიეტნამელმა კოლეგამ და განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაზრდის საკითხები.

როგორც ცნობილია, პირველი პირისპირი შეხვედრა ტრამპსა და კიმს შორის 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში შესდგა და ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ შეთანხმებას.



მსგავსი ინფორმაციები