აქტუალური თემის ანალიზი 9

საფრანგეთი: იმედი პოლიტიკიდან თუ გაქრება

1153858
აქტუალური თემის ანალიზი 9

 

დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკის მიმართ ინტერესი დღითიდღე მცირდება და მის ფარგლებში ტრადიციული პოლიტიკური პარტიების, ცენტრისტული მემარჯვენეების და ცენტრისტული მემარცხენეების მიდგომები, სულ უფრო მეტად კარგავენ მნიშვნელობას, როცა ამის საწინააღმდეგოდ, რასისტული პარტიების როლი და მნიშვნელობა იზრდება, ხოლო ამის პარალელურად კი, ახალი და წარსულის არ მქონე ფორმირები, ამომრჩევლებში ძალიან სწრაფ შედეგებს იღებენ. სწორედ ასე მოხდა 2017 წლის საფრანგეთის არჩევნებში, როცა უპარტიო ემანუელ მაკრონი, ე.წ. “მარშის მოძრაობით“ ამ ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული. დღეს ისე ჩანს, რომ მარშის მოძრაობა არ არის დასრულებული და მას უკვე რამდენიმე თვეა რაც აგრძელებენ ყვითელი ჟილეტიანები. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის მასალას, რომელშიც იგი წერს...

ამ ციკლური პროგრამის დღევანდელ ნომერში ძირითად  ყურადღებას გავამახვილებთ დასავლეთის პოლიტიკაში ინტერესის მზარდი შემცირების, შესაძლო კრიზისების, რისკების და საფრთხეების შესახებ, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას მათ მომავალში. სწორედ ამის გამო ისმება ლოგიკური კითხვა:

დასავლეთის პოლიტიკაში იმედი ქრება?

ევროპის ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლები ნათლად აჩვენებენ, რომ პოლიტიკაში ამომრჩეველთა ინტერესი დღითიდღე მცირდება. ასე მაგალითად, ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა 1979 წელს თუ 65% ი იყო, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი 40%-მდე დაეცა. ეს მაჩვენებელი საფრანგეთში კიდევ უფრო დაბალია და მართლაც, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთში აქტივობა 65%-ი იყო და ეს მაჩვენებელი 1969 წლის აქეთ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე დაბალი იყო. პირველ ტურში მარშის მოძრაობის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ხმების მხოლოდ 23% მიიღო,  უკიდურესი მემარჯვენე ორგანიზაციის ლიდერმა, მარინე ლე პენმა კი 21%-ი. მეორე ტურში დარჩენილმა მაკრონმა ხმების 66%-ი მიიღო და ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა, მისმა მეტოქემ ლე პენმა კი ხმების 34% მიიღო.

პოლიტიკისადმი გულგრილობის მიზეზები..

დასავლეთის არჩევნებში აქტივობის შემცირებას, ზოგიერთი პოლიტიკური მეცნიერი, კეთილდღეობის ზრდით ხსნის. ეს განმარტება გარკვეულწილად მიღებულია, რადგან, მატერიალური კეთილდღეობის ამაღლება, პოლიტიკურ მოლოდინს  მართლაც შეიძლება ამცირებდეს. მაგრამ ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებსა და საფრანგეთშიც, არსებული სიტუაცია არ შეიძლება აიხსნას კეთილდღეობის ზრდით. ცნობილია, რომ დასავლეთის ქვეყნები, იმის გამო, რომ გლობალიზაციის პირობებში ძალიან ბევრს ვერ იგებენ, ამიტომაც ანტი-გლობალისტებად იქცევიან და მათი ეკონომიკა მცირდება. ამის საწინააღმდეგოდ რასისტული პარტიები სულ უფრო ზრდიან ხმებს, რასაც ემატება ქუჩის დემონსტრაციების გაზრდაც და ყველაფერის ეს კი მიგვანიშნებს, რომ არჩევნებში აქტივობის შემცირება ვერ აიხსნება კეთილდღეობის ზრდით.

მეორე მხრივ, ისიც შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური მონაწილეობის გზების დიფერენცირების გამო, არჩევნებზე დაინტერესება შემცირდა.

ფართო საზოგადოების არჩევანის პრიორიტეტულობის არარსებობა, არამზარდი ეკონომიკიდან გამოსვლის იმედის არარსებობა, რასიზმის ყოველდღიური ზრდა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ კორუფციული ბრალდებები, ყველაფერი ესენი ხდებიან პოლიტიკის მიმართ გულგრილობის მიზეზები.

პოლიტიკისადმი გულგრილობის მიზეზებს შორის არის ასევე უპრეცედენტო, არარეგულარული და არაკონკურენტული განცხადებები შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რაც ასევე მომავლისადმი იმედის დაკარგვას იწვევს. მართლაც და, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და სხვა ქვეყნებში დემოკრატიის ნაკლებობაზე რა, ხშირად ორმაგ სტანდარტებს იჩენენ და ამ დროს ერთ ქვეყანაში ხედავენ უსამართლობას, მეორეგან თვალს ხუჭავენ. საფრანგეთის თვალსაზრისით კი, ერთის მხრივ თავისუფლების სფეროები იზღუდება, მეორეს მხრივ კი რასიზმი, ქსენოფობია და ისლამოფობია იზრდება, რის ბოლო მაგალითია სიონიზმის გაკრიტიკების კრიმინალიზაცია

პოლიტიკა თუ გამოვა იმედის სფეროდან....

ცნობილია, რომ საფრანგეთში მარშის მოძრაობით მოსული მაკრონის გაპრეზიდენტების შემდეგაც გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რასაც ყვითელ ჟილეტიანების დემონსტრაცია ჰქვია. დღეს არავინ არ იცის, მომავალში იგი გადაიქცევა თუ არა პოლიტიკურ მოძრაობად, თუმცა, არჩევნებში აქტივობის შემცირება  და ქუჩის მოძრაობისადმი ინტერესის გაზრდა აჩვენებს, რომ ტრადიციულ პოლიტიკურ პარტიებს ძალიან სერიოზული ნდობის კრიზისი აქვთ. ევროპის ქვეყნებს შორის კი ამჟამად, ყველაზე მეტი  გაურკვევლობისა და დაუცველობის პირისპირ საფრანგეთი დგას, სადაც პოლიტიკისადმი ნდობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის მომავალს, რაც შეიძლება ევროპული პოლიტიკის კრიზისში გადაიზარდოს და ევროპა კიდევ უფრო სერიოზული გაურკვევლობისა და არაპროგნოზირებადი პოლიტიკის პირისპირ დააყენოს

საფრანგეთის ხელისუფლებას თუ სურს, რომ პოლიტიკას საზოგადოებისთვის   მნიშვნელობა ჰქონდეს და ამასთან პოლიტიკური იმედიც გაუჩინოს მათ, უნდა მოეშვას სხვა ქვეყნების კრიტიკას და  ფოკუსირება საკუთარ თავზე და საკუთარ საზოგადოების მოთხოვნებზე გადაიტანოს, წერს ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქუდრეთ ბულბული

 



მსგავსი ინფორმაციები