მადურომ ბრაზილიის შემდეგ, კოლუმბიასთანაც დახურა საზღვარი

ამით რისკის ქვეშ დადგა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა

1150993
მადურომ ბრაზილიის შემდეგ, კოლუმბიასთანაც დახურა საზღვარი

 

ვენესუელის მთავრობამ გადაწყვიტა, კოლუმბიასთან არსებული საზღვარი, იქიდან წამოსული “სერიოზული საფრთხეების“ გამო დროებით დახუროს.

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა, ამის შესახებ სოციალური მედიის ანგარიშიდან განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კოლუმბიის ხელისუფლება ვენესუელის მშვიდობას და მის სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რის გამოც მასთან საზღვარს დროებით ხურავენ.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელის მთავრობამ კოლუმბიასთან საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება 23 თებერვლამდე, ე.ი. ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარების შემოტანის თარიღამდე რამდენიმე ხნით ადრე მიიღო, ხოლო მანამდე კი, ჯერ ბრაზილიასთან დახურა საზღვარი.

“ჰუმანიტარული დახმარების“ საკითხი ამჟამად ყველაზე საკამათო თემას წარმოადგენს ვენესუელას მთავრობასა და ოპოზიციას შორის.

მადურო ამ დახმარებას აშშ-ს საოკუპაციო სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს და უარს ამბობს მასზე, ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამჟამად გადაუდებელი დახმარება სჭირდება 300 ათასამდე ადამიანს და მხარს უჭერს დახმარების მიღებას.

ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან საზღვრების ჩაკეტვა, კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას მადუროსა და ოპოზიციას შორის



მსგავსი ინფორმაციები