ძლიერი ხანძარი ახალ ზელანდიაში

ძლიერი ხანძარი ახალ ზელანდიაში

1142144
ძლიერი ხანძარი ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიის სამხრეთ ნაწილში კერძოდ კი ქალაქ,  ნელსონთან ტყის მასივზე  გაჩენილი ხანძრის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საინფორმაციო სააგენტო,  BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექვსი დღის წინ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ძლიერი ქარის გამო უახლოეს მომავალში შესაძლოა კიდევ ათასობით ადამიანის  ევაკუაცია გახდეს საჭირო. ხანძრის  ჩაქრობას ერთდროულად რამდენიმე ასეული მეხანძრე ცდილობს. ოპერაციაში ჩართულია 23 ვერტმფრენი და 2 თვითმფრინავი.  ახალ ზელანდიაში მსგავსი მასშტაბების ხანძარი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ბოლო ტყის ხანძარი  ქვეყანაში 1955 წელს იყო.



მსგავსი ინფორმაციები