ვენესუელაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნა

ევროკავშირმა ვენესუელაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი შექმნა

1137090
ვენესუელაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნა

ევროკავშირმა ვენესუელაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი შექმნა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეკრების შემდეგ პრესისათვის განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერობით ვენესუელას კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფი შეიქმნა და ჯგუფის წევრებს შორის არიან საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი, ეკვადორი, კოსტა რიკა, ბოლივია და ურუგვაი.

მოგერინიმ დასძინა, რომ აღნიშნული ჯგუფის მიზანია ვენესუელაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და საკმარისი პოლიტიკური წინსვლის ვერ მიღწევის შემთხვევაში 90 დღეში ჯგუფი საკუთარ თავს თავად დაშლის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯგუფის პირველი შეხვედრა მომდევნო კვირაში ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში მინისტრების დონეზე გაიმართება და დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვენესუელას წინააღმდეგ ახალი სანქციები განიხილეს. 

მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვენესუელაში „უმოკლეს დროში“ ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე „სრული ერთიანობაა“.



მსგავსი ინფორმაციები