ბრაზილიაში კაშხალის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია

ბრაზილიაში კაშხალის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია

1136228
ბრაზილიაში კაშხალის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე მინას-ჟერაისის შტატში, სამთო ნარჩენების კაშხალის გარღვევის შედეგად, ბოლო მონაცემებით 99-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა, ხოლო დაახლოებით 259 ადამიანის სამძებრო- სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.    ქალაქ ბრუმადუნოში ევაკუაცია გაუკეთეს 3 ათასამდე ოჯახს და ისინი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.  დღემდე ჩატარებული სამაშველო სამუშაოების ფარგლებში 192 ადამიანის გადარჩენა შესძლეს.  ფირმა რომელიც ამ კაშხალზე სამუშაოებს აწარმოებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს  მესამე შემთხვევა გახლავთ. 2015 წელს მსგავსი უბედური შემთხვევის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, რის გამოც ეს ფაქტი იმ დროს,  ბრაზილიაში ყველაზე დიდ ეკოლოგიურ  კატასტროფად შევიდა ისტორიაში.



მსგავსი ინფორმაციები