იემენში სამოქალაქო პირეები ისევ იღუპებიან

იიემენში სამოქალაქო პირეები ისევ იღუპებიან

1134084
იემენში სამოქალაქო პირეები ისევ იღუპებიან

იემენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ ჰაჯჯეში იძულებით გადასახლებულებზე განხორციელებული საარტილერიო  თავდასხმის შედეგად 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა.  გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორის  ლიზე გრანდეს განცხადებით, მომხდარის შედეგად ასევე 30 სამოქალაქოც დაშავდა. „თავდასხმა მართლაც და შემაშფოთებელია, საშინელი და უაზროა. სამოქალაქო პირებზე თავდასხმა,  სინდისის დაკარგვას ნიშნავს. ეს ფაქტი საერთაშორის სამართლის საშიშროებასაც მოიცავს. თავდასხმა თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ჯერ-ჯერობით უცნობია,“ განაცხადა ლიზე გრანდემ. უკვე დიდი ხანია პოლიტიკური კრიზისის წინაშე მყოფ იემენში 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული დედაქალაქ სანას და ზოგიერთი რეგიონების  კონტროლი, ჰუსიტების ხელშია. საუდის არაბეთის მეთაურობით ჩამოყალიბებული კოალიცია კი, 2015 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ჰუსიტების წინააღმდეგ მთავრობას უჭერენ მხარს.


საკვანძო სიტყვები: #იემენი , #სამოქალაქოები , #დაღუპვა

მსგავსი ინფორმაციები