პუტინი ტელეფონით ესაუბრა მადუროს

“ინტერვენცია ვენესუელას შიდა საქმეებში, არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა“

1132871
პუტინი ტელეფონით ესაუბრა მადუროს

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ვენესუელის მოქმედ ხელისუფლებას.

კრემლის პრეს ცენტრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, პუტინმა ვენესუელელ კოლეგა ნიკოლას მადუროსთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ინტერვენცია ვენესუელას შიდა საქმეებში, არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა.

ამავე საუბარში მხარეებმა დაადასტურეს, რომ რუსეთსა და ვენესუელას შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

"ვენესუელაში პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ჩარჩოში და ქვეყნის საზოგადოების მშვიდობიანი და კომპრომისული შეთანხმების ფარგლებში", ასეთი აზრის იყო პუტინის და მადუროს პოზიცია, აღნიშნავს კრემლის პრეს ცენტრი.

ვენესუელაში, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ გუშინწინ განაცხადა, რომ იგი არ აღიარებს მადუროს მთავრობას და თავი, ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი გუშინ განაცხადა, რომ ის გუაიდს ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად აღიარებს



მსგავსი ინფორმაციები