ზოგიერთი ქვეყნები მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ

ზოგიერთი ქვეყნები მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ

1132455
ზოგიერთი ქვეყნები მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ

ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარე,   ხუან გუაიდოს მიერ საკუთარი თავი „დროებით პრეზიდენტად“ გამოცხადების შემდეგ რუსეთმა, მექსიკამ და ბოლივიამ ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადეს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ს მხრიდან ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარე,   ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარების საკითხი შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთი ნიკოლას მადუროს ლეგიტიმური გზით არჩეულ ქვეყნის პრეზიდენტად აღიარებს და მისდამი მხარდაჭერას გააგრძელებს. საკითხთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა  მარია ზახაროვამაც გააკეთა და აშშ-ს და ევროკავშირის მიერ გუაიდოს მიმართ მხარდაჭერა დაგმო. „პროგრესული დასავლეთი, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე საერთაშორისო სამართლის დარღვევით თუ როგორ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, ყველა კარგად ხედავს,“ განაცხადა ზახაროვამ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაშ.

მადუროს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმაც. „კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ იმპერიალიზმის ნამდვილი სახე, რომელიც დემოკრატიას და სამხრეთ ამერიკის ხალხს საკუთარი ბედის გადაწყვეტაში როგორ ერევა. ამ რთულ პერიოდში ნიკოლას მადუროს და ვენესუელის ხალხის გვერდით ვართ,“ განაცხადა მორალესმა.

ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებს ასევე მექსიკის პრეზიდენტი, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორიც.

მეორეს მხრივ,  ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიმართ მხარდაჭერა ირანმა და ჩინეთმაც გამოთქვეს.



მსგავსი ინფორმაციები