ბადახშანში ზვავი ჩამოწვა

დაიღუპა 8, დაშავდა 3 ადამიანი

1128427
ბადახშანში ზვავი ჩამოწვა

 

ავღანეთის ბადახშანის პროვინციაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს წარმომადგენელმა ვაჰიდულა მაიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზვავი ბადახშანის ოლქის რაგისტანის რაიონის სოფელ ზერენდაბში, რამდენიმე დღიანი გადაუღებელი თოვლის შედეგად ჩამოწვა, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

ამავე ინფორმაციით დიდ თოვლობის გამო, ბადახშანის ოლქში შემავალ 12 რაიონში საგზაო მიმოსვლა დროებით შეწყდა



მსგავსი ინფორმაციები