აშშ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ში მონაწილე ფირმებს სანქციებით ემუქრება

აშშ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ში მონაწილე ფირმებს სანქციებით ემუქრება

1124823
აშშ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ში მონაწილე ფირმებს სანქციებით ემუქრება

გერმანიაში, აშშ-ის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებით, აშშ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკად 2“ – ში მონაწილეობის შემთხვევაში,  გერმანულ კომპანიებს სანქციებს დაუწესებს. გაზეთ,  Bild am Sonntag-ში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩომ გერმანულ კომპანიებს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის განხორციელების შემთხვევაში ევროპას ბუნებრივი აირი უკრაინის ავლით მიეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ უძლურად დარჩება. მეორეს მხრივ აშშ-ს გარდა პოლონეთიც ეწინააღმდეგება გერმანიის,  ჩრდილოეთ ნაკადი 2-ში მონაწილეობის მიღებას.



მსგავსი ინფორმაციები