ამერიკამ სირიაში არსებული აღჭურვილობის გატანა დაიწყო

ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიაში არსებული აღჭურვილობის გატანა დაიწყეს

1123428
ამერიკამ სირიაში არსებული აღჭურვილობის გატანა დაიწყო

ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიაში არსებული აღჭურვილობის გატანა დაიწყეს.

პენტაგონის ერთ-ერთმა უფლებამოსილმა პირმა, რომელმაც ვინაობის განხელა არ ისურვა, განაცხადა: „ვადასტურებ, რომ ზოგიერთი აღჭურვილობის სირიიდან გამოტანა დავიწყეთ.“

აღნიშნულმა უფლებამოსილმა, ოპერაციული პრობლემების გამო თავი შეიკავა გატანილი აღჭურვილობის და რეგიონების დასახელებისგან.

ამერიკული სატელევიზიო არხის CNN-ის ცნობით კი აშშ-ს ცენტრალურ ძალთა სარდლობამ (CENTCOM) გაყვანის ოპერაციაში გამოსაყენებელი გემები და თვითმფრინავები განსაზღვრა.

გასვლის პროცესი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ 2018 წლის 19 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.

ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ ჯიმ მატისის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომა გამოიწვია.  

მატისმა, 1 იანვარს თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს არმიას გამოსვლის პროცესის დაწყების მითითება მისცა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #სირია , #პენტაგონი , #აღჭურვილობა

მსგავსი ინფორმაციები