თამაში „გაქცევა ოთახი“-ს დროს ხუთი მოზარდი გოგონა დაიღუპა

თამაში „გაქცევა ოთახი“-ს დროს ხუთი მოზარდი გოგონა დაიღუპა

1119684
თამაში „გაქცევა ოთახი“-ს დროს ხუთი მოზარდი გოგონა დაიღუპა

პოლონეთში ქალაქ კოშალინში,  ცნობილი ინტელექტუალური გასართობის,  „გაქცევა ოთახი“-ს (Escape Room)  თამაშის დროს ხუთი მოზარდი გოგონა დაიღუპა. გოგონები რომლებსაც 15 წელი შეუსრულდათ, დაბადების დღეზე „გაქცევა ოთახი“-ს თამაშით გართობა სურდათ. თამაშის წესებიდან გამომდინარე გოგონები ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტენ რა, თავი  საკუთარი ძალისხმევით უნდა გადაერჩინათ. შენობაში სადაც მოზარდები თამაშობდნენ, ცეცხლი გაჩნდა რის შედეგადაც ოთახში მყოფი ხუთივე გოგონა დაიღუპა. ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ინტელექტუალური გასართობი თამაშის ყველა შენობის შემოწმების განკარგულება გასცა. ინტელექტუალურ თამაში „გაქცევა ოთახი“-ს  წესების თანახმად, მოთამაშეები ერთ სივრცეში იკეტებიან და რიგი თავსატეხების საშუალებით ტერიტორიიდან თავის დაღწევას ცდილობენ.



მსგავსი ინფორმაციები