ინდონეზიაში მეწყერის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 41 დაიკარგა

ინდონეზიაში, ძლიერი წვიმების გამო გამოწვეული მეწყერის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 41 დაიკარგა

1116943
ინდონეზიაში მეწყერის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 41 დაიკარგა

ინდონეზიაში, ძლიერი წვიმების გამო გამოწვეული მეწყერის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 41 დაიკარგა.

ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნული სააგენტოს პრესსპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დასავლეთ ჯავას პროვინციაში მდებარე სუკაბუმის რეგიონის სოფელ სირნარესმიში ძლიერი წვიმების გამო გამოწვეული მეწყერის შედეგად 30 სახლი, რომლებშიც 107 ადამიანი ცხოვრობდა მიწით დაიფარა. მისივე თქმით, მეწყერის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ დაკარგული 41 ადამიანის სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება, 61 ადამიანი კი რეგიონიდან ევაკუირებული იქნა.  

ინდონეზიაში, რომელიც მუსონური წვიმების გავლენის ქვეშაა და ტროპიკული კლიმატი აქვს, წლის განმავლობაში ჭარბი ნალექის გამო ხშირად ხდება წყალდიდობები და მეწყერი.


საკვანძო სიტყვები: #ინდონეზია , #მეწყერი

მსგავსი ინფორმაციები