აშშ-ში მთავრობა ისევ დახურულია

ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობა მანამდე იქნება დახურული სანამდე კედლისათვის მოთხოვნილი დაფინანსება უზრუნველყოფილი არ იქნება

1113841
აშშ-ში მთავრობა ისევ დახურულია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობა მანამდე იქნება დახურული სანამდე მექსიკის საზღვარზე ასაგები კედლისათვის მოთხოვნილი დაფინანსება უზრუნველყოფილი არ იქნება.   

აშშ-ში საბიუჯეტო კანონპროექტის განხილვებზე თეთრ სახლსა და კონგრესს შორის შეთანხმების ვერ მიღწევის გამო მთავრობა ნაწილობრივ და დროებით დაიხურა.

შაბათს დახურული მთავრობის გასახსნელად ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტული სამუშაო არ ტარდება.

პრეზიდენტმა ტრანპმა აღნიშნა, რომ არ იცის როდის გაიხსნება მთავრობა, თუმცა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე დახურული დარჩება.

„კედელი, ღობე ან რაც უნდა ის უწოდონ, ყველა ერთია. ადამიანების ნარკოტიკების ქვეყანაში (აშშ-ში) პირდაპირ შემოდინების აღმკვეთი ბარიერი. თუ კედელი არ არის, მაშინ ჩვენ მთავრობას არ გავხსნით“-აღნიშნა ტრამპმა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #მთავრობა , #მექსიკა , #კედელი

მსგავსი ინფორმაციები