ნატო აშშ-ს გადაწყვეტილებას განიხილავს

ნატო-ს განცხადებით, აშშ-ს სირიიდან გასვლის გადაწყვეტილებას განიხილავს

1111352
ნატო აშშ-ს გადაწყვეტილებას განიხილავს

ნატო-ს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სირიიდან გასვლის და დაეშ-ის მიერ ტერიტორიის, დაფინანსების და მხარდაჭერის მიღების საწინააღმდეგოდ მოკავშირეებთან მუშაობის გადაწყვეტილებას განიხილავს.

ნატო-ს უფლებამოსილის განცხადებით, ალიანსს სირიაში კონტიგენტი არ ჰყავს თუმცა დაეშ-თან ბრძოლაში მზვერავი თვითმფრინავებითა (AWACS) და ერაყში სასწავლო მისიით წვლილი შეაქვს.  

ამავე უფლებამოსილმა აღნიშნა: „ამერიკის შეერთებული შტატების სირიიდან გასვლის და დაეშ-ის მიერ ტერიტორიის, დაფინანსების და მხარდაჭერის მიღების საწინააღმდეგოდ მოკავშირეებთან მუშაობის დაწვეტილება განვიხილეთ. აშშ-ის დაეშ-ის მოწინააღმდეგე საერთაშორისო კოალიციასთან კავშირს კმაყოფილებით ვხვდებით.“

ნატო-ს უფლებამოსილის თქმით, დაეშ-ის „უკან დაბრუნების“ აღკვეთა სავალდებულოა და მოკავშირეები ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხში მუდმივად კონსულტაციებს გადიან.

მისივე განცხადებით, გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის სირიაში სამხედრო კონტიგენტთან დაკავშირებით გუშინ წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ესაუბრა.

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში სირიაში ჩვენი ყოფნის ერთადერთი მიზეზი დაეშ-ი დავამარცხეთ.“

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა: „ დაეშ-თან ბრძოლაში ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად აშშ-ს სამხედროების სამშობლოში დაბრუნება დავიწყეთ.“

ამერიკულ პრესაში საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში მყოფ მის პერსონალს 24 საათში გაიყვანს და სირიაში არსებული ამერიკული სამხედრო ნაწილები 60-დან 100 დღის ვადაში დატოვებენ ქვეყანას.


საკვანძო სიტყვები: #ნატო , #სირია , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები