აშშ-ს სირიაში დაეში-ს წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებსაც წყვეტს

აშშ-ს სირიაში დაეში-ს წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებსაც წყვეტს

1110912
აშშ-ს სირიაში დაეში-ს წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებსაც წყვეტს

აშშ-ი,  სირიიდან სამხედრო შენაერთების გაწვევის გადაწყვეტილების შემდეგ ტერ ორგანიზაცია, დაეში-ს წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციებსაც წყვეტს. სააგენტო  Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი რანგის ამერიკელმა ერთ-ერთმა დიპლომატმა პრეზიდენტ ტრამპის სირიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა. Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკა სირიაში საჰაერო ოპერაციებსაც წყვეტს. პენტაგონმა აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. მეორეს მხრივ გუშინ პრეზიდენტ ტრამპმა სოციალურ ქსელ, Twitter-ით ასეთი განცხადება გაავრცელა: „ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, სირიაში ყოფნის ერთადერთი მიზეზი დაეში-ს დამარცხება გახლდათ რა, იგი დავამარცხეთ. დაეში-ს წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების შემდეგ სირიიდან სამხედროების გაწვევა დავიწყეთ.“



მსგავსი ინფორმაციები