ავტოსაგზაო შემთხვევა ბოლივიაში

შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა

1103469
ავტოსაგზაო შემთხვევა ბოლივიაში

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ბოლივიაში მომხდარი ავტოავარიის შემდეგად წინასწარი მონაცემებით 17 ადამიანი დაიღუპა. ბოლივიის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქ ლა-პასთან ახლოს ერთმანეთს ორი, საპირისპიროდ მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად დაიღუპა 17 და დაშავდა ათამდე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გარდაცვლილთაგან ერთი ბავშვი, 7 ქალია. წინასწარი ინფორმაციით ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.



მსგავსი ინფორმაციები