ყვითელ ჟილეტებიანებმა მთავრობას უკან დაახევინეს

ყვითელ ჟილეტებიანებმა მთავრობას უკან დაახევინეს

ყვითელ ჟილეტებიანებმა მთავრობას უკან დაახევინეს

საფრანგეთში, „ყვითელი ჟილეტები“-თ ცნობილი აქციები, რომელიც საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, მთავრობამ აღნიშნული  გადასახადის გაზრდაზე უარი თქვა. ელისეს სასახლიდან გავრცელებული ინფორმაციით, საწვავზე ფასების ზრდა მომავალი წლისთვისაც იქნა გაუქმებული, ხოლო ელექტრო ენერგიაზე და გაზზე საწვავის გაზრდა მხოლოდ 6 თვით იქნა შეჩერებული. ელისეის სასახლიდან გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ყვითელი ჟილეტები“-ს აქციებს არ აღიარებენ და დამნაშავეებს აუცილებლად დასჯიან. საფრანგეთში საწვავის ფასებზე დასაწესებელი ზრდის საწინააღმდეგოდ ე.წ. „ყვითელი ჟილეტები“-თ ცნობილი აქციები, 17 ნოემბერს დაიწყო და მალე თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა.  დედაქალქ პარიზში, შანზ-ელიზეს ქუჩაზე 1 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში, რომელშიც ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა. მომხდარი შეტაკებების დროს შანზ-ელიზეს ქუჩაზე მდებარე მაღაზიებს, კაფეებს და სხვა დაწესებულებებს 3-4 მილიონი ევროს ზარალი მიადგა. საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტები“-ს აქციების დაწყებიდან დღემდე 3 ადამიანი დაიღუპა, 1034 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 222 სამართალდამცველი და 1424 ადამიანიც დააკავეს.  



მსგავსი ინფორმაციები