რუსეთი ამერიკას საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

რუსეთი ამერიკას საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

1100666
რუსეთი ამერიკას საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

„რუსეთი, აშშ-სთან გაფორმებულ საშუალო და ახლო მანძილის  რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას (INF) პირნათლად ასეულებს.“ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ. მან ამით, აშშ-ს მიერ  საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. ზახაროვამ ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი იარაღების შემოწმების საკითხში თაღლითობას ჩადის, ასე უპასუხა: „მოსკოვი,  საშუალო და ახლო მანძილის  რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას (INF) პირნათლად ასეულებს და ეს ყველაფერი თვით ამერიკამაც კარგად იცის.“  შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთს საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად 60 დღიანი ვადა მისცეს.  



მსგავსი ინფორმაციები