საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა

ჟან ივ ლე დრიანმა, რადიო Europe 1-სთან საუდელი ჟურნალისტის ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა

1091178
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ივ ლე დრიანმა, რადიო Europe 1-სთან საუდელი ჟურნალისტის ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.

ლე დრაიანმა განცხადა, რომ ხაშოგის მკვლელობის გამოძიება სურთ და ამისათვის საჭიროა მკვლელობაზე პასუხისმგებლების გამოვლენა.

მისი თქმით, ამ საკითხზე გერმანიასთან ერთად მუშაობენ და იმის მიხედვით, რა ინფორმაციასაც ფლობენ, ბევრ სანქციას დააწესებენ.

საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, 2 ოქტომბერს ქორწინების პროცედურებთან დაკავშირებით სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, სადაც სასტიკად იქნა მოკლული.  



მსგავსი ინფორმაციები