ყაზახეთმა ლიბანში სამშვიდობო ძალები პირველად გააგზავნა

ყაზახეთმა ლიბანში სამშვიდობო ძალები პირველად გააგზავნა

1079836
ყაზახეთმა  ლიბანში სამშვიდობო ძალები პირველად გააგზავნა

ყაზახეთმა, გაეროს სამშვიდობო ძალების (United Nations Peacekeeping Forces) ფარგლებში ლიბანში პირველი სამხედრო შენაერთები გააგზავნა. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 120 ჯარისკაცმა, რომლებიც გაეროს ლიბანის დროებით სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან, დანიშნულების ადგილზე  ჩააღწიეს. ყაზახი სამხედროები ინდოეთის ინდბატების ბატალიონის შემადგენლობაში იქნებიან. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი მათი და ინდოეთის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმით მოხდა. ყაზახეთის სამშვიდობო ძალების მისია ლიბანში, სადამკვირვებლო პუნქტების და ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის კონტროლი იქნება. „გაეროს მისიაში ყაზახეთის სამშვიდობო ძალების მონაწილეობა საერთაშორისო უსაფრთხოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. იგი ასევე გააძლიერებს ყაზახეთის ავტორიტეტს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრი,“ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები