აფეთქება ქვანახშირის საბადოში

აფეთქება ქვანახშირის საბადოში

1072551
აფეთქება ქვანახშირის საბადოში

ჩინეთში ერთ-ერთ ქვანახშირის საბადოში მომხდარი აფეთქების შედეგად წინასწარი მონაცემებით,  სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 18 მუშის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შანტუნგის პროვინციაში მდებარე ქვანახშირის საბადოში ღამის საათებში აფეთქება მოხდა. აფეთქების შემდეგ მაღაროში, რომელშიც 334 ადამიანი მუშაობდა, 312 გამოყვანა მოხერხდა, ორი ადამიანი დაიღუპა,  ხოლო 18 ადამიანი ჯერ კიდევ შიგნით არის ჩარჩენილი. აფეთქების მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია. რეგიონში სამაშველო ეკიპაჟები უკვე მიავლინეს.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაც დაწყებულია.



მსგავსი ინფორმაციები