ისრაელი პალესტინელების მიმართ ძალადობას განაგრძობს

ისრაელის სამხედროები პალესტინელების სახლებში ხშირ-ხშირად ახორციელებენ უკანონო ჩხრეკებს

1062564
ისრაელი პალესტინელების მიმართ ძალადობას განაგრძობს

ისრაელის სამხედროებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაწილში კიდევ 13 პალესტინელი დააკავეს. ისრაელის არმიიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იორდანეს დასავლეთ ნაწილში გუშინ ღამით ჩატარებული ოპერაციების შედეგად 13 პალესტინელი დააკავეს. მათივე განცხადებით, დაკავებულები ტერორისტულ საქმიანობებში არიან ბრალდებულნი. ისინი დაკითხვის მიზნით რეგიონის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაწილში ისრაელის სამხედროები პალესტინელების სახლებში ხშირ-ხშირად ახორციელებენ უკანონო ჩხრეკებს. პალესტინის მთავრობის ოფიციალური მონაცემით, ისრაელის საპყრობილეებში 6500 პალესტინელია ამჟამად.



მსგავსი ინფორმაციები