აშშ-მა ირანთან 1955 წელში ხელმოწერილი ხელშეკრულება გააუქმა

აშშ-მა ირანთან 1955 წელში ხელმოწერილი ხელშეკრულება გააუქმა

1062097
აშშ-მა ირანთან 1955 წელში ხელმოწერილი ხელშეკრულება გააუქმა

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ირანთან 1955 წელში ხელმოწერილი „მეგობრობის, ეკონომიკური კავშირებისა და საკონსულო სამართლის“ ხელშეკრულება გააუქმეს.

პომპეომ სამინსიტროში პრესისათვის გამართულ ბრიფინგზე ირანთან დადებული ამ ხელშეკრულების გაუქმების საკითხი შეაფასა და დასძინა: „აშშ-ს მიერ ირანთან 1955 წელში ხელმოწერილი „მეგობრობის, ეკონომიკური კავშირებისა და საკონსულო სამართლის“ ხელშეკრულების გაუქმებას ვაცხადებ. ეს ღიად 39 წლით დაგვიანებული გადაწყვეტილებაა.“  

პოპმპეოს განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ, აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ჰუმანიტარულ დახმარებასა და პროდუქციის იმპორტზე გავლენის მომხდენი ზოგიერთი სანქციის მოხსნა მოსთხოვა.

ირანმა რევოლუციამდე ხელმოწერილი და ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების მომწესრიგებელი და გავლენის მქონე  „მეგობრობის, ეკონომიკური კავშირებისა და საკონსულო სამართლის“ ხელშეკრულების შესაბამისად დროდადრო აშშ-ს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა.  


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ირანი , #ხელშეკრულება

მსგავსი ინფორმაციები