ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგები მძიმდება

დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება

1059248
ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგები მძიმდება
endonezya deprem3.jpg
endonezya deprem2.jpg
endonezya deprem1.jpg

 

ინდონეზიის ეროვნული კატასტროფების სააგენტოს განცხადებით,  კუნძულ სულავესზე პარასკევს მომხდარი 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის და შემდეგ, მის კვალდაკვალ წარმოქმნილი ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 832 კაცს მიაღწია, ხუთასზე მეტი დაშავებულია და 29 კი დაკარგულად არის გამოცხადებული.

ამავე ინფორმაციით ზოგიერთ რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, დაზარალებულები საკვები პროდუქტების წყლის და საწვავის დეფიციტს განიცდიან.

ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ გასცა ბრძანება, რათა ჯარები მიავლინონ დაზარალებულ რეგიონებში და მათაც დახმარება აღმოუჩინონ საძიებო და სამაშველო საქმიანობებს.



მსგავსი ინფორმაციები