სულევესის ღია წყლებში ნავი გადაბრუნდა

დაიღუპა 13 ადამიანი

1050392
სულევესის ღია წყლებში ნავი გადაბრუნდა

 

ინდონეზიაში სამგზავრო ნავის გადაბრუნების შედეგად სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კუნძულ სულევესის ღია წყლებში, ნავზე მყოფი 147-მდე მგზავრიდან 126 გადარჩენა შესძლეს, ხოლო 8 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ხელისუფლების განცხადებით, ცუდი ამინდისა და მაღალი ტალღების გამო სამაშველო სამუშაოები შეფერხებებით მიმდინარეობს. ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრაზე მდებარე თობას ტბაზე, 18 ივნისს, სამგზავრო ნავის გადაბრუნების შედეგად 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები