ეთიოპიის ბომბდამშენებმა სომალიში ოპერაცია მოაწყვეს

მათ 70 ბოევიკი გაანადგურეს

1050413
ეთიოპიის ბომბდამშენებმა სომალიში ოპერაცია მოაწყვეს

 

ეთიოპიის საჰაერო ძალებმა სომალიში, ტერ ორგანიზაცია ეშ-შაბაბის სამიზნეები დაბომბეს, რის შედეგადაც ლიკვიდირებულ იქნა დაახლოებით 70 ბოევიკი.

ეთიოპიის ნახევრად ოფიციალური ორგანოს, FANA-ს ახალი ამბების თანახმად, ეთიოპიის ბომბდამშენებმა ტერორისტებზე ეს თავდასხმა,  აფრიკის კავშირის სომალის მისიის (AMISOM) ფარგლებში განახორციელეს და მძიმე იარაღით დატვირთული 2 ავტომანქანაც გაანადგურეს.

ეთიოპიის საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა ილმა მერდასმა განაცხადა, რომ ეს ოპერაცია წარმატებებით დასრულდა და ბომბდამშენები უვნებლივ დაუბრუნდნენ საკუთარ ბაზებს.

AMISOM-ი სომალიში 2007 წლის აქეთ მსახურობს და მის რიგებში 20 ათასი მშვიდობისმყოფელი იბრძვის



მსგავსი ინფორმაციები