გერმანიას ირანთან გარიგების შენარჩუნება სურს

“ევროკავშირმა აშშ-გან დამოუკიდებელი გადახდის სისტემა უნდა შექმნას“

1036128
გერმანიას ირანთან გარიგების შენარჩუნება სურს

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირს თუ უნდა ირანთან ბირთვული გარიგების შენარჩუნება, მაშინ, მათ აშშ-გან  დამოუკიდებელი გადახდის სისტემა უნდა შექმნან.

ირანის ბირთვული გარიგებიდან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გასვლამ, საფრთხე შეუქმნა ასევე ირანსა და ევროპას შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებსაც.

ამიტომაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კვლავაც განაგრძობენ გარიგების შენახვის მცდელობებს და ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი განცხადება გერმანიიდან გავრცელდა.

ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ "თუ ევროპას სურს ირანთან გარიგების გადარჩენა, მათ აშშ-გან დამოუკიდებლად სხვა გადახდის სისტემა უნდა შექმნან".

მისივე აზრით, ასეთი გადახდის არხები უნდა გახდეს ევროპის სავალუტო ფონდი და დამოუკიდებელი SWIFT-ის სისტემა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანელი მინისტრის თქმით, რეგიონი ახალი ფეთქებადი კრიზისის პირისპირ აღმოჩნდება



მსგავსი ინფორმაციები