ანტონიო გუტიერესმა იემენში მომხდარი თავდასხმა დაგმო

ანტონიო გუტიერესმა საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიციის ძალების მიერ იემენის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია სადაში განხორციელებული თავდასხმა დაგმო

1029871
ანტონიო გუტიერესმა იემენში მომხდარი თავდასხმა დაგმო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა, საუდის არაბეთის ლიდერობით კოალიციის ძალების მიერ იემენის ჩრდილოეთში მდებარე პროვინცია სადაში განხორციელებული თავდასხმა დაგმო, რომლის შედეგადაც 50 ადამიანი, მათგან უმრავლესობა ბავშვი დაღუპა.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის განცხადების თანახმად, გუტიერესმა ბავშვების ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

გუტიერესმა დასძინა, რომ იემენში ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო კანონებს და უნდა შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები და ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა მოლაპარაკების პოლიტიკური გზაა.

მან მხარეებს იმისათვის, რომ დაძაბულობა კიდევ უფრო არ გამწვავდეს, პოლიტიკურ პროცესში კონსტრუქციულ როლის შესრულებისკენ მოუწოდა.

ანტონიო გუტიერესმა ასევე აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება უნდა ჩატარდეს.   

სადას ქალაქ დაჰიანში ბავშვების ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შდეგად 50 ადამიანი დაიღუპა, 77 კი დაშავდა.

საუდის არაბეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო სპა-ს ინფორმაციით, კოალიციის ძალების პრესსპიკერმა პოლკოვნიკმა ტურკი ალ მალიკიმ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ „სადას პროვინციაზე ოპერაცია ლეგიტიმური სამხედრო ქმედებაა.“

იემენში უკვე სამი წელია ჰუსიტებსა და სააუდის არაბეთის ლიდერობით კოალიციის მხარდაჭერილ სამთავრობო ძალებს შორის მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში ჯანდაცვის თაოსნობით ბევრ სფეროში ჰუმანიტარული კრიზისია, სასმელი წყლის არ ქონის, არასაკმარისი კვების, მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალის ნაკლებობის მსგავსი მიზეზების გამო ეპიდემიები დღითიდღე ძლიერდება.  



მსგავსი ინფორმაციები