მორიგი თავდასხმები ღაზის სექტორზე

დაშავდა 4 პალესტინელი

1013141
მორიგი თავდასხმები ღაზის სექტორზე

 

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ღაზის ჩრდილოეთში მდებარე ბეიტ ჰანში ორგანიზებული მორიგი საჰაერო თავდასხმის შედეგად ორი პალესტინელი დაშავდა.

რეგიონიდან მიღებული მეორე ინფორმაციით, ისრაელის საზღვრის მახლობლად განხორციელებულ დაბომბვის დროს კიდევ ორი პალესტინელი მსუბუქად დაშავდა.

მორატორიუმის მიუხედავად, ისრაელის არმიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზა მეოთხედ დაბომბა.

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მათ საზღვრებს ღაზის სექტორიდან რაკეტები ესროლეს და ამის საპასუხოდ ჰამასის კუთვნილი  40-მდე ობიექტი დაბომბეს



მსგავსი ინფორმაციები