ნაუერტიმ თურქეთ-აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთა

ნაუერტი: „თურქეთ-აშშ-ს შორის მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება რეგიონს სტაბილურობას მოუტანს“

986784
ნაუერტიმ თურქეთ-აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტიმ ყოველდღიური ტრადიციული პრესკონფერენციის დროს,  თურქეთის და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ვაშინგტონში გამართული შეხვედრა და თურქეთ-აშშ-ს შორის სირიის  მემბიჯის რაიონთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება რეგიონს სტაბილურობას მოუტანს. „აშშ-მ  და თურქეთმა  ამ შეხვედრაზე მემბიჯის სტაბილურობის და რეგიონის ადგილობრივების მხრიდან მართვის შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PKK-ს სირიის ფრთა YPG მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში უნდა გადავიდეს“, განაცხადა ჰედერ ნაუერტიმ.  პრესსპიკერმა ისიც აღნიშნა, რომ მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და პირობების შექმნის შემთხვევაში, მომდევნო ნაბიჯებიც გადაიდგმება. საკითხთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმაც განაცხადა, რომ მემბიჯის საგზაო რუკა შეიმუშავეს და იგი 3 ეტაპიანია რა, ამ ეტაპების მთავარი მისია, მემბიჯის რეგიონის ტერ ორგანიზაციებისგან მთლიანად გათავისუფლება და მუდმივი სტაბილურობის დამყარებაა.



მსგავსი ინფორმაციები