პუტინმა ინტერვიუ მისცა ავსტრიულ ORF-ს

მან ტრამპთან სამიტის გაუმართაობაზე ისაუბრა

985467
პუტინმა ინტერვიუ მისცა ავსტრიულ ORF-ს

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან აქამდე ორმხრივი სამიტის გაუმართაობის მთავარი მიზეზი შეერთებულ შტატებში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლებია.

პუტინმა ინტერვიუ მისცა ავსტრიის სახელმწიფო ტელეარხ ORF-ს და უპასუხა კითხვას, თუ რატომ გაწელდა და დღემდე არ შედგა მისი პირისპირი შეხვედრა ტრამპთან.

"ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენ უნდა სთხოვოთ ჩვენს კოლეგებს აშშ-ში. პირადად, მე ვფიქრობ, რომ ამის მთავარი მიზეზი აშშ-ში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური შეჯიბრია", განაცხადა პუტინმა.

როგორც ცნობილია, ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეიძლება მარტში გამართოს პირისპირი შეხვედრა, მაგრამ, ინგლის-რუსეთს შორის წარმოქმნილმა ჯაშუშობის კრიზისმა, რომლის დროსაც ამერიკა ინგლისის გვერდით დადგა,  ეს შეხვედრა გადაავადა



მსგავსი ინფორმაციები