ისრაელის ჯარისკაცებმა რეიდი განახორციელეს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკზე

13 პალესტინელი დაიჭრეს, ხოლო ცხრა დააკავეს

980482
ისრაელის ჯარისკაცებმა რეიდი განახორციელეს პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკზე

 

პალესტინის ადგილობრივი წყაროების ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა მორიგი რეიდი განახორციელეს რამალლაჰის მახლობელ ელ ამარის პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკზე და წარმოქმნილი შეტაკების დროს 13 პალესტინელი დაიჭრა, ხოლო ცხრა დააკავეს.

ჯარისკაცებმა პალესტინელების დასაშლელად პლასტიკური ტყვიები და ცრემლსადენი გაზები გამოიყენეს.

ამავე ცნობით, ისრაელის ჯარისკაცებმა დასავლეთ იორდანიის სხვადასხვა დასახლებებშიც განახორციელეს რეიდები და კიდევ 11 პალესტინელი დააკავეს.

პალესტინის ოფიციალური წყაროების ცნობით კი, ისრაელის ციხეებში დაახლოებით 6 500 პალესტინელია, მათ შორის 12 დეპუტატი და 300-მდე ბავშვია.



მსგავსი ინფორმაციები