პუტინსა და ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა

პუტინი გასულ კვირაში სომხეთის პრემიერმინისტრად არჩეულ ნიკოლ ფაშინიანს ქალაქ სოჭში შეხვდა

970527
პუტინსა და ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა

რუსეთის სახელმწიფოს მეთაური პუტინი, ერევანში საპროტესტო აქციების შემდეგ გასულ კვირაში სომხეთის პრემიერმინისტრად არჩეულ ოპოზიციის ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს ქალაქ სოჭში შეხვდა.

შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთი სომხეთთან საერთაშორისო არენაზე აქტიურად ითანამშრომლებს და დაამატა: „მოსკოვი, ერევანთან საერთაშორისო არენაზე გაერთიანებული ერების თაოსნობით საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განვითარების სფეროებში აქტიურად ითანამშრომლებს.“

ფაშინიანმა კი აღნიშნა, რომ მადლიერები არიან სომხეთში კრიზისის დროს რუსეთის დაბალანსებული პოზიციის გამო. მისივე თქმით, სომხეთსა და რუსეთს შორის სტრატეგიული მოკავშირეობის ურთიერთობებში ცვლილება არ მოხდება და ამ საკითხზე სომხეთში აზრთა ერთიანობა არსებობს.    

„სომხეთში, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე არასდროს არავის უკამათია. ჩვენი მზიანია ურთიერთობებს როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური კუთხით ახალი იმპულსი შევძინოთ.“-განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის განცხადებით, იმედი აქვთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია რუსეთის სამხედრო მრეწველობაში მიღწეული წარმატებებით.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #სომხეთი

მსგავსი ინფორმაციები