აშშ ბირთული შეთანხმებიდან გადის?

აშშ ბირთვული შეთანხმებიდან გადის?

966688
აშშ ბირთული შეთანხმებიდან გადის?

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი  დონალდ ტრამპი  "ირანთან ბირთვული შეთანხმების" შესახებ გადაწყვეტილებაზე საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, ტრამპმა სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს განუცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გავა.

 „როიტერ“-თან საუბარში წყარომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმებით შემსუბუქებული ყველა სანქციისათვის ძველი სახის დაბრუნებას და დამატებით ახალი სანქციების დაწესევას გეგმავს.

ბირთვული შეთანხმება ირანსა და P5+1 ქვეყნებს (აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და გერმანია ) შორის 2015 წელში გაფორმდა.

ამ ქვეყნებმა ირანის მიერ ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ ზოგიერთი ეკონომიკური სანქციის გაუქმებაზე თანხმობა განაცხადეს.

ტრამპი კი პრეზიდენტად არჩევიდან დღიდან ამბობს  რომ "მისი ქვეყნის ყველაზე ცუდ შეთანხმებას" აშშ დატოვებს.

 


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ბირთვული , #შეთანხმება

მსგავსი ინფორმაციები