რუსეთის მთავრობა გადადგა

ახალი პრემიერის და კაბინეტის წევრების სია პუტინმა დუმას უნდა წარუდგინოს

965660
რუსეთის მთავრობა გადადგა

 

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციისა და მისი ახალი საპრეზიდენტო ვადის დაწყების კვალდაკვალ რუსეთი ამჟამინდელი მთავრობა გადადგა. პრემიერ მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით ფედერალური კაბინეტის წევრები კონსტიტუციის მოთხოვნის საფუძველზე გადადგნენ რა, ახლა ახალი კაბინეტი უნდა შეიქმნას.

რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, პუტინმა ორი კვირის განმავლობაში რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა, დუმას,   პრემიერ მინისტრის და კაბინეტის წევრების სია უნდა წარუდგინოს, ხოლო დუმამ კი თავის მხრივ ერთი კვირის განმავლობაში უნდა განიხილოს წარმოდგენილი წინადადება და კენჭი უყაროს მას



მსგავსი ინფორმაციები