აშშ-მ დეაშ-ის მიერ კონტროლირებად რეგიონებზე შეტევები დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორგანიზაცია დეაშ-ის მიერ კონტროლირებად რეგიონებზე შეტევები დაიწყო

962062
აშშ-მ დეაშ-ის მიერ კონტროლირებად რეგიონებზე შეტევები დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორგანიზაცია დეაშ-ის მიერ კონტროლირებად რეგიონებზე შეტევები დაიწყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰედერ ნაუერტის განცხადებით, სრულდება დეაშ-ის მიერ სირიაში ტერიტორიების გაკონტროლება და ხალხის დატერორება.

პრესსპიკერმა ნაუერტმა სირიაში დეაშ-ის წინააღმდეგ ოპერაციებთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ, გლობალური კოალიცია, ადგილობრივი მოკავშირეები და (სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება YPG-ს მთავარი ელემენტი) სირიის დემოკრატიული ძალები, დეაშ-ის ხელთ არსებულ ბოლო ტერიტორიებზე ოპერაციებს იწყებს.“

ნაუერტის განცხადებით, შეტაკებები ძნელი იქნება და აშშ-ის, კოალიციის და ადგილობრივი ძალების მიმართ თავდასხმის შემთხვევაში ეს ძალები დაცული იქნება.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #დეაში , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები