აფეთქება არალეგალურ ნავთობის ჭაბურღილში

დაიღუპა 10, დაშავდა 19 ადამიანი

958447
აფეთქება არალეგალურ ნავთობის ჭაბურღილში

 

ინდონეზიის ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჩეს პროვინციის აღმოსავლეთში მდებარე პასირ პუტიჰის დასახლებასთან მოქმედ არალეგალურ ნავთობის ჭაბურღილში წარმოქმნილი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 41 დაშავდა, რომლებთაგან ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ, დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან, ამის პარალელურად 5 სახლი დაიწვა.   

რეგიონის პოლიციის განცხადებით, ჯერ ჯერობით 10 კაცის გვამს მიაგნეს და მათი იდენტიფიკაცია მოხდა, თუმცა, ეჭვობენ, რომ შეიძლება დაღუპულთა რაოდენობა გამოცხადებულზე უფრო მეტი იყოს.

ინდონეზიის რეგიონალური კატასტროფების მართვის სააგენტომ ასევე განაცხადა, რომ ნავთობის ჭაბურღილებს ადგილობრივი სოფლების მცხოვრებლები არალეგალურად ამუშავებენ.

 



მსგავსი ინფორმაციები