ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ-უნი ჩინეთს ეწვია

ეს არის მისი პირველი ვიზიტი უცხოეთში

939051
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ-უნი ჩინეთს ეწვია

 

სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ-უნი ჩინეთს ეწვია, გამართლდა.

მართალია თავიდან ეს ვიზიტი უარყო ჩინეთის ადმინისტრაციამაც, მაგრამ, გუშინვე დამტკიცდა რომ ეს არა სპეკულაციები, არამედ სრული სიმართლე იყო.

მოკლედ, ეს არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი ვიზიტი უცხოეთში და ეს იქნება მისი პირველი შეხვედრა უცხოელ ლიდერთან.

როგორც ცნობილია, კიმი მიმდინარე წლის მაისში სამხრეთ კორეის და აშშ-ს ლიდერს შეხვდება და ამიტომ მისი ეს ვიზიტი პეკინში დიდ მნიშვნელობას ატარებს.

კიმ იონგ უნმა გავრცელებულ განცხადებაში თქვა: "თუ სამხრეთ კორეა და ამერიკა კეთილსინდისიერად მიუდგებიან ჩვენს მცდელობებს, მშვიდობის და სტაბილურობის ატმოსფეროს შექმნიან, ხოლო ამის პარალელურად სამშვიდობო მცდელობების ცხოვრებაში გატარებისათვის სინქრონიზებულ ზომებს მიიღებენ, მაშინ, კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების საკითხი შეგვიძლია დადებითად გადავჭრათ“.

კიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის მზად არის აშშ-სა და სამხრეთ კორეასთან სამიტის ჩატარებისთვის და ამასთან ფხენიანში მიიწვია თავისი ჩინელი კოლეგა სი ძიანპინგი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კიმის ინიციატივაა, ჯერ ერთი შეამციროს დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე, ხოლო მეორეს მხრივ მის მიერ წამოყენებულმა ახალმა სამშვიდობო წინადადებებმა ხელი შეუწყოს კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების გაუმჯობესებას

 



მსგავსი ინფორმაციები