რუსეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დაღუპულებიდან მინიმუმ 11 ბავშვია

937312
რუსეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

რუსეთის ციმბირის რეგიონში, ქალაქ კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრ „ზიმნაია ვიშნია“-ში გუშინ შუა დღით გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, დაღუპულებიდან მინიმუმ 11 ბავშვია.

ხანძარზე კონტროლის დამყარება 12 საათის შემდეგ მოხერხდა. დაშავებული 37 ადამიანი სავადმყოფოებშია გადაყვანილი.



მსგავსი ინფორმაციები