გაერო შემზარავ განცხადებას ავრცელებს

გაერო შემზარავ განცხადებას ავრცელებს

936526
გაერო შემზარავ განცხადებას ავრცელებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) იტყობინება, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში  მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებში სადაც სამოქალაქო დაპირისპირებები არსებობს,  შიმშილით დაღუპულთა რიცხვი  55% -ით გაიზარდა და 124 მილიონს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ განცხადება, მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) დირექტორმა დევიდ ბეისლიმ განაცხადა. მისივე თქმით ქრონიკული შიმშილის პირას მყოფი 815 მილიონი ადამიანიდან 60 პროცენტი ძირითადად სამოქალაქო დაპირისპირების და ბრძოლების არსებობის ქვეყნებზე მოდის. დევიდ ბეისლიმ ასევე აღნიშნა, რომ არასაკმარისი კვებით დაღუპული 124 მილიონო ადამიანიდან 32 მილიონი სომალიში, იემენში, სამხრეთ სუდანში, და გასულ წელს გვალიებიდან გამომდინარე ნიგერიაში დაფიქსირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე ჰუმანიტარულ საკითხებში,  მარკ ლოვკოკიმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ  შიმშილობის და საკვების დეფიციტის მოსაგვარებლად ბევრი სამუშაოები არის ჩასატარებელი მაგრამ იგი მოუგვარებელი პრობლემა არ არის.



მსგავსი ინფორმაციები