ავსტრალიაში ხანძრების შედეგად 88 სახლი დაიწვა

ავსტრალიაში ვიქტორიასა და ახალი სამხრეთი უელსის შტატებში ხანძრების შედეგად 88 სახლი დაიწვა და ბევრი ცხოველი დაიღუპა

932565
ავსტრალიაში ხანძრების შედეგად 88 სახლი დაიწვა

ავსტრალიაში ვიქტორიასა და ახალი სამხრეთი უელსის შტატებში ხანძრების შედეგად 88 სახლი დაიწვა და ბევრი ცხოველი დაიღუპა.

ახალი სამხრეთი უელსისა და ვიქტორიის შტატების უფლებამოსილთა განცხადების თანახმად, კვირის ბოლოს ბუჩქნარის ტერიტორიაზე გაჩენილი და შემდეგ ტყეს მოდებული ხანძრების შედეგად ვიქტორიაში 18, ახალ სამხერთი უელსში კი 70 სახლი დაიწვა, ფერმებში დიდი რაოდენობით ცხოველები დაიღუპა.    

პერიფერიული სახანძრო სერვისის განცხადებით, ახალი სამხრეთი უელსის სანაპირო დაბა ტატრას ახლოს გუშინ დაწყებული ხანძრის შედეგად, რომლის ჩაქრობაც ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, 70 სახლი მთლიანად ან ნაწილობრივ დაიწვა, ბევრი შენობა კი დაზიანდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამინდის გაუმჯობესების გამო რეგიონში გამოცხადებული საგანგებო გაფრთხილების დონე შემცირდა.

ავსტრალიის ისტორიაში უდიდესი სახანძრო კატასტროფა 2009 წელში ვიქტორიის შტატში მოხდა. „შავი პარასკევის“ სახელით ცნობილი ხანძრის დროს 173 ადამიანი დაიღუპა, 414 კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #ავსტრალია , #ხანძარი

მსგავსი ინფორმაციები