მაკრონი: „აშშ-ს მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება შეცდომაა“

მაკრონი: „აშშ-ს მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება შეცდომაა“

925269
მაკრონი: „აშშ-ს მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება შეცდომაა“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება შეცდომა იყო. მან ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრებ ებრაელთა ერთ-ერთ სადილზე დასწრების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი და ისრაელი,  ირანის მხრიდან  სირიაში, ლიბანში და ერაყში სამხედრო ქმედებების საკითხებზე ერთად მუშაობენ. მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას იერუსალიმის სტატუსსაც შეეხო და განაცხადა: „გულწრფელად თუ ვილაპარაკებთ, აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება, პალესტინა-ისრაელს შორის არსებულ დაძაბულობის მოგვარებას არ შეუწყობს ხელს. ტრამპის ასეთი  ნაბიჯი  რეგიონს, უსაფრთხოების თვალსაზრისით  დადებითს არ მოუტანს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომა იყო“.



მსგავსი ინფორმაციები