მაკრონი აშშ-ს აპრილში ეწვევა

ეს იქნება ამერიკაში მისი პირველი ვიზიტი

919175
მაკრონი აშშ-ს აპრილში ეწვევა

 

ელისეის სასახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 23-25 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში ვიზიტს განახორციელებს.

მაკრონის ვიზიტი აშშ-ში, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განხორციელებული პირველი სახელმწიფო ვიზიტი იქნება.

"ეს მოწვევა ასახავს როგორც ღრმა ისტორიულ კავშირებს ორ მეგობრულ და მოკავშირე ქვეყანას შორის, ასევე ორ პრეზიდენტს შორის ურთიერთობის სიძლიერესაც",  ნათქვამია ამ განცხადებაში.

მაკრონს ტრამპი თეთრ სახლში შეხვდება, რის დასრულების შემდეგ ორივე ლიდერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

რაც შეეხება ტრამპს, იგი საფრანგეთში 2017 წლის ივლისში იმყოფებოდა და ელისეის სასახლის წინ 14 ივლისის ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში ჩატარებული სამხედრო აღლუმი ფრანგ კოლეგა მაკრონთან ერთად მიიღო



მსგავსი ინფორმაციები