რიჩარდ გეიტსმა მისთვის წაყენებული ბრალდებები მიიღო

მან პროკურორთან თანამშრომლობა გადაწყვიტა

917250
რიჩარდ გეიტსმა მისთვის წაყენებული ბრალდებები მიიღო

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა რიჩარდ გეიტსმა,  რუსეთის გამოძიების ფარგლებში მისთვის წაყენებული ბრალდებები მიიღო.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის ბრალდების გამოძიების მწარმოებელი სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მხრიდან ბრალდება წაყენებულმა რიჩარდ გეიტსმა პროკურატურასთან ითანამშრომლა.

საინფორმაციო გამოშვებების მიხედვით,  გეიტსმა, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერის, რობერტ მანაფურტის მოადგილედ მუშაობდა, მისთვის წაყენებული ბრალდებები, "აშშ-ის მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულება" და "FBI-ის ოფიციალური პირების მოტყუება", მიიღო.

აქედან გამომდინარე გეიტსი გააგრძელებს თანამშრომლობას მიულერთან და რუსულ გამოძიებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციებს მიაწვდის მას



მსგავსი ინფორმაციები