აშშ-ში ლიცეუმზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ფლორიდის შტატში ერთ-ერთ ლიცეუმზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

910747
აშშ-ში ლიცეუმზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის ფლორიდის შტატში ერთ-ერთ ლიცეუმზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

სკოლაზე თავდამსხმელი ყოფილი მოსწავლეებიდან, ნიკოლას კრუზი, დაკავებულია.

ადგილობრივი დროით შუა დღის შემდეგ მომხდარ თავდასხმაზე პოლიციამ რეაგირება მაშინვე მოახდინა, ლიცეუმი დაიხურა და ყველა მოსწავლე ევაკუირებული იქნა.

საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება.

მომხდართან დაკავშირებით „ტვიტერი“-თ განცხადება გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა: „ვუსამძიმრებ და ვლოცულობთ ფლორიდაში მომხდარი საშინელი თავდასხმის შედეგად დაღუპული ოჯახებისა და ახლობლებისათვის. არც ერთმა მოსწავლემ, მასწავლებელმა თუ სხვა ვინმემ ამერიკის სკოლებში თავი დაუცველად არ უნდა იგრძნოს.“



მსგავსი ინფორმაციები