ერდოღანი ევროკავშირის ლიდერებს 26 მარტს შეხვდება

შეხვედრა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართება

905151
ერდოღანი ევროკავშირის ლიდერებს 26 მარტს შეხვდება

 

ევროკავშირის საბჭოს პრეს სპიკერმა პრებენ აუმანმა სოციალურ ქსელ  Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან კლოდ იუნკერს და ევროკავშირის როტაციულ თავმჯდომარეს,   ბულგარეთის პრემიერ მინისტრ ბოიკო ბორისოვს 26 მარტს, ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ვარნაში შეხვდება და ეს შეხვედრა სადილის ფორმატში გაიმართება

აუმანი ამავე წერილში იხსენებს, ბოლო შეხვედრა ერდოღანს, ტუსკსა და იუნკერს შორის გასული წლის 25 მაისს ბელგიის და ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში შესდგა, რის კვალდაკვალ თურქეთ-ევროკავშირს შორის ტრანსპორტის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მაღალი დონის მოლაპარაკებები განხორციელდა.

“26 მარტის შეხვედრა მხარეებისათვის კარგი შესაძლებლობა იქნება, რათა მასზე საერთო ინტერესებთან ერთად საუბრის და განხილვის თემა გახდეს თურქეთში და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებიც და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებიც“, აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერ პრებენ აუმანის მესიჯში



მსგავსი ინფორმაციები